HOME

23 November, 2011

ყველა კაცი ა რ არის ერთნაირი

        ბავშვობიდან მაოცებს,მაორმოცებს და მასამოცებს  როდესაც  კონკრეტულ კაცზე გაბრაზებული ქალები ბობოქრობენ და ყველა კაცს ერთ ქვაბში  ხარშავენ  იდიოტური  ფრაზით  – "ყველა კაცი ერთნაირია!

         ა რ ა ! 
       აზრზე არ ხართ!

      რადგან  კაცების არჩევა  და გარჩევა არ იცით, რადგან აძლევთ უფლებას ისე მოგექცნენ,როგორც არ გინდათ რომ მოგექცნენ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ცუდები, თანაც ერთნაირად ცუდები , ან ერთიმეორეზე უარესები  არიან.  
მიეცი საშუალება და უმრავლესობა ნებისმიერს გადაუვლის ბედნიერად. უმრავლესობა და არა ყველა. ადამიანი ყველაზე აპასნი ცხოველია. თან ყველაზე საინტერესო.
 
       სიმართლე კი ის არის, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის. ყველა კაცი ვინც თქვენ მოგწონებიათ ისინი არიან ერთნაირები  : )
 

        

1 comments: