HOME

23 May, 2011

It's not nice to fool Mother Nature !

 ძალიან მიყვარს ცხოველები,ხანდახან ადამიანებზე მეტად. მიყვარს ძაღლები,კატები,ცხენები და ყველაფერი დანარჩენი. ძალიან არ მიყვარს როცა ცხოველებს ცუდად ექცევიან,აწვალებენ, საცდელ ობიექტებად იყენებენ ათასი სისულელისთვის და რაღაც იზძვაწელსტვებს ატარებენ მათზე.
ჩემი აზრით ერთ–ერთი ასეთი იზძვაწელსტვაა   Extreme Dog Grooming, რომელსაც კონკურსის სახე აქვს მიცემული.

იღებენ შპილკებს,თმის სამაგრებს , მაკრატელს, თმის  საღებავებს, თმის დამაგრძელებელ  აქსესუარებს და უამრავი  თმის ფიქსატორებს. ცდილობენ ძაღლები დაამსგავსონ ხელოვნების ნიმუშებს. გრუმერები ამბობენ, რომ ეს ყველა პროდუქტი რასაც იყენებენ, უსაფრთხოა ძაღლებისთვის. კაი, დავიჯეროთ.. 


ვიღაცას ალბათ მოსწონს,ვიღაცა ერთობა,ვიღაცის ჰობია, ვიღაცა ფულს აკეთებს ამაზე, მაგრამ მე მეცოდებიან ეს ცხოველები რომლებიც ადამანის ხელში ათას უცნაურ და არაბუნებრივ ფორმას იღებენ. 


ვისაც გყავთ ძაღლი, უზავდით იგივეს და გაერთობოდით ასე? გულახდილად. მაინტერესებს : ))




















2 comments:

  1. დავკიდებდი თავდაყირა ამათ პატრონებს :@

    ReplyDelete
  2. ძაღლებს ამასხარავებენ :/ მე მყავს ძაღლი, თეთრია თან, მაგრამ აზრად არ მომსვლია მისი გადაღებვა. ადამიანმა თავის თმას რაც უნდა ის გაუკეთოს, მაგრამ ცხოველების შეღებვა-გაფერადებით კი არ ალამაზებს მათ, არამედ დასცინის...

    ReplyDelete